უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი გარევაჭრობის დაკანონებას მოითხოვს. გარემოვაჭრეებმა და ჩხარტიშვილმა ამ მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია გამართეს. ისინი გარემოვაჭრეთათვის ვაჭრობის უფლების მიცემას მერიისაგან მოითხოვენ. ჩხარტიშვილის განცხადებით, გიგი უგულავამ მოვაჭრეებს პირობა არ შეუსრულა, რადგან პირველ ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დამარცხდა. დღესვე უფლებადამცველმა საკრებულოსა და პარლამეტს გარევაჭრობის რეგულირების წესების დოკუმენტები გადასცა. აქციის მონაწილეებს მერიის პრესსამსახურის უფროსმა უპასუხა. ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ გარემოვაჭრეების მოთხოვნას მერია ვერ დააკმაყოფილებს, რადგან ამით ბაზრის მოვაჭრეების უფლებები შეიზღუდება.