დიმიტრი ხუნდაძე:  2007 წლის 7 ნოემბერს

დიმიტრი ხუნდაძე:  2007 წლის 7 ნოემბერს "ნაც.მოძრაობა შეეცადა ქართველი ხალხის იმედისთვის "სული ამოეხადა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს.

ამ დღეს მათ საკუთარ მოსახლეობას,პირდაპირ ეთერში,აჩვენეს თავისი რეალური სახე. ფეხქვეშ გათელეს სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის თავისუფლება,ღირსება და ადამიანი,როგორც მთავარი ღირებულება.

სწორედ ამიტომ 2012 წლის 1 ოქტომბერს საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცა და ისინი ჩამოაცილა ქვეყნის მართვის სადაავეებს.თუმცა,როგორც ჩანს,ნაც.მოძრაობა და მათი "მოძმეები" დღემდე ვერ ითავისებენ მომხდარს და უფრო მეტიც,იმ დღიდან მოყოლებული,ცდილობენ ნებისმიერი გზით,დაიბრუნონ ხელისუფლება და ამისათვის არ ერიდებიან არავის და არაფერს.

ამას ცდილობენ დღესაც.ებრძვიან ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების უპირატეს ინტერესებს. იერიში მოაქვთ რწმენაზე და ძირს უთხრიან მთავარ ღირებულებებს. თუმცა ქართველი ხალხის ნება მაინც გაიმარჯვებს და მას"სულს ვერავინ ამოხდის".ამისათვის აუცილებელია წარსული სწორად შევაფასოთ და არ დავივიწყოთ ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება, რომ ის რაიმე ფორმით უკან არ შემოგვეპაროს.