გიორგი გახარია:  განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტურ განვითარებას მოითხოვს

გიორგი გახარია:  განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტურ განვითარებას მოითხოვს

განათლებას მეტ ყურადღებას დავუთმობთ, რადგან განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

გიორგი გახარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილ მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებას უფრო მეტი ყურადღება მიექცევა.

„გარდა ამისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ერთხმად ყველა ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემურ რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტურ განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტურ შრომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.