მდარე მიდგომაა...ფსიქიატრის საქმეა უფრო - ოპოზიცია არჩილ თალაკვაძის განცხადებას აფასებს​

მდარე მიდგომაა...ფსიქიატრის საქმეა უფრო - ოპოზიცია არჩილ თალაკვაძის განცხადებას აფასებს​

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომელმაც ეკლესიაზე შეტევაში ოპოზიცია დაადანაშაულა, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საზოგადოების ყურადღების მცდარი მიმართულებით გადატანას ცდილობენ.

"მათ სურთ, საზოგადოების ყურადღება არ გამახვილდეს ძალიან საგანგაშო განცხადებაზე. ისინი პირდაპირ ცდილობენ მანიპულირება მოახდინონ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების და მათთვის სასურველი შედეგები მიიღონ აქედან. სწორედ ამიტომ, ეს არის მცდელობა, ისრები გადაიტანონ ოპოზიციაზე,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი თალაკვაძის განცხადებას "უღირს საქციელად" მიიჩნევს.

"ეს ძალიან მდარე მიდგომაა. ფსიქიატრის საქმეა უფრო. ასეთ ვითარებაში სპიკერი, სპიკერის მოადგილე და ყველა დანარჩენი, სამწუხაროდ, იქცევა ღირსების მიღმა,"- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ბათუმში უსაფრთხოების კონფერენციაზე შესვლამდე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "ეკლესიაში მიმდინარე პროცესების უკან შესაძლოა ის ძალები იდგნენ, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობების უკან".

სოციალისტი კინოს ბილეთები უკვე შეიძინე?! თავი ქუდში გაქვს?!
4 წლის უკან