ჰოლივუდის მსახიობი რიჩარდ გირი და მისი ცოლი ალეხანდრა სილვა მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
70 წლის გირს და 36 წლის სილვას პირველი საერთო შვილი მიმდინარე წლის თებერვალში შეეძინათ. პატარას ალექსანდრე დაარქვეს, რაც ესპანურად, როგორც ალეხანდრო ჟღერს.
რიჩარდ გირს პირველი ქორწინებიდან 19 წლის შვილი ჰყავს.