ამერიკელი მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი, ანჯელინა ჯოლი, ჟურნალ Hარპერ's Bazaar-ის ამერიკული ვერსიის დეკემბერ-იანვრის ნომრისთვის შიშველი პოზირებს. ჟურნალის გარეკანის ფოტო Harper's Bazaar-მა Instagram-ზე გამოაქვეყნა.
ფოტოსესიის ავტორი ნორვეგიელი ფოტოგრაფი სოლვე სუნდსბიოა, რომელსაც მანამდე Vogue-ის იტალიურ, იაპონურ და ჩინურ ვერსიებთან, ჟურნალ W Magazine-თან და ჟურნალ Interview-სთან უმუშავია. გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში ის თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Giorgio Armani, Chanell-ი, Gucci, Dolce & Gabbana, Louis Vuitton-ი და სხვები.
აგვისტოში 44 წლის ანჯელინა ჯოლი Guerlain-ის ახალი სუნამოს Mon Guerlain-ის რეკლამაში გადაიღეს.