მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა და შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა ველოსიპედებით გაისეირნეს. ამის შესახებ შვარცენეგერი Instagram-ზე წერს.
„ფანტასტიკური შეხვედრა ჩემს მეგობართან და ერთ-ერთ გმირთან გრეტა ტუნბერგთან. ველოსიპედებით გავისეირნეთ სანტა-მონიკაში და ჩემი შვილი კრისტინა გავაცანი. გააგრძელე ხალხის შთაგონება!“ - წერს 72 წლის შვარცენეგერი.
ტუნბერგმა პოპულარობა 2018 წელს სტოკჰოლმის პარლამენტის წინ აქცია-გაფიცვის წყალობით მოიპოვა. ის აცხადებდა, რომ პარასკეობით სკოლაში არ ივლიდა, სანამ ხელისუფლება კლიმატის შეთანხმების დაცვას არ დაიწყებს. ოქტომბრის ბოლოს მან გარემოს დაცვის ჩრდილოეთის საბჭოს პრემიის მიღებაზე უარი თქვა.
რამდენიმე დღის წინ გრეტა ტუნბერგს მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო შეხვდა.