ელისო კილაძე: ეკა ბესელია არის ძუნძგლი! სოფო კილაძის თემა გააბაზრა

ელისო კილაძე: ეკა ბესელია არის ძუნძგლი! სოფო კილაძის თემა გააბაზრა

ჟურნალისტი ელისო კილაძე დეპუტატ სოფო კილაძეზე მეუღლის მხრიდან  ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტის გახმაურებას ასევე დეპუტატ ეკა ბესელიას აბრალებს.  ჟურნალისტი ეკა ბესელიას თემის „გაბაზრების“ გამო „ძუნძგლიანს“ უწოდებს.

გთავაზობთ, ელისო კილაძის სტატუსს:

„საერთოდ არ ვთვლი, რომ სოფიო კილაძის მოძალადე ქმრის შემაკავებელ ორდერზე უნდა ვიღლიცინოთ ! ჩემი სოლიდარობა მას !

p.s.ეკა ბესელია არის ძუნძგლი !(თემა გააბაზრა)

#წერტილი“, - წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეზე მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.  31 წლის ავთანდილ  ხარაძეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.  ძალადობის ფაქტმა სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

არაგველი641 ეკამ რა "გააბაზრა" არ ვიცი, მაგრამ რამდენი რამეც შენ გაგიბაზრებია შენ რა ხარ?
4 წლის უკან