სოფო კილაძე კამერის წინ ატირდა - ძალადობა დეპუტატზე

სოფო კილაძე კამერის წინ ატირდა - ძალადობა დეპუტატზე

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დეპუტატზე ქმარმა იძალადა და მასზე შემაკავებელი ორდერი გაიცა, დადასტურდა.

გაირკვა, რომ ეს დეპუტატი, სოფო კილაძეა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს. დეპუტატი ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს.

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ამასთანავე, მე ვუფრთხილდები გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემ არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტერესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ“, - ამბობს დეპუტატი.