იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს. როგორც იურისტი “2020NEWS“ -თვის მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, მამალაძის შეწყალების პროცესი დროში შესაძლოა, ცოტა გაიწელოს.
“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი მამალაძეს შეიწყალებს. უბრალოდ, მმართველი პოლიტიკური ძალა ეცდება, რომ შეწყალების პროცესი ისე წარმართოს, გარკვეული სარგებელი მიიღოს. სავარაუდოდ, გიორგი მამალაძის შეწყალება დროში ცოტა გაიწელება. შეწყალების შემდეგ, სასულიერო პირები, საპატრიარქო და მამალაძის ოჯახი “ქართულ ოცნებას“ მადლობას გადაუხდის, რაც მმართველი პარტიისთვის მომგებიანი მოცემულობა იქნება“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
ინფორმაციისთვის, წმინდა სინოდმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართა.