გუშინ ამერიკულ მას - მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ მომღერალმა ლედი გაგამ ქარიშხალი „სენდის“ დაზარალებულების დახმარების ფონდში ერთი მილიონი დოლარი ჩარიცხა.
ინფორმაცია სააგენტომ „Associated Press”-მა გაავრცელა. თანხა საერთაშორისო წითელი ჯვრის ანგარიშზე ჩაირიცხა.
აღმოჩნდა, რომ ლედი გაგას ბავშვობა ნიუ - იორკის ბრუკლინისა და ბრონქსის უბნებში გაუტარებია.
„საბედნიეროდ ქარიშხალი „სენდი“ ჩემი ოჯახის წევრებს არ შეეხო. ვიცი რომ ნიუ - იორკში რამდენიმე ათასი ადამიანი დაზარალდა, იყო გარკვეული მსხვერპლიც.
გუშინ სპეციალური დახმარების ფონდში მილიონი დოლარი ჩავრიცხე. იმედი მაქვს, რომ ეს მცირე დახმარება სტიქიისაგან დაზარალებულებს დაეხმარება.“ - განაცხადა ლედი გაგამ.