ამერიკული გამოცემა „Inside TV”-ის ინფორმაციით, პოპულარული კინომსახიობი მილა კუნისი ახალი პროფესიის დაუფლებას აპირებს.
ჟურნალის მტკიცებით, უახლოეს მომავალში კუნისი კინოპროდიუსერის ამპლუაში მოგვევლინება.
ცნობილი გახდა, რომ მომდევნო თვეში ჰოლივუდში, ტელესერიალი „Meridian Hills”-ის გადაღებას დაიწყებენ. ამ სურათში მოქმედება წინა საუკუნის 70-იან წლებში მიმდინარეობს. მისი მთავარი მომქმედი გმირი ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც ქალთა უფლებების დაცვისთვის აქტიურ მოქმედებას დაიწყებს.
მილა კუნისი ამ სურათში პროდიუსერის როლში მოგვევლინება. ამ სფეროში მას დებიუტი ექნება.
ჯერჯერობით უცნობია სერიალში რომელ მსახიობებს ვიხილავთ. ცნობილია რომ ნამუშევარი CW-ის ტელეარხზე იქნება ნაჩვენები.
ამერიკული მას - მედიის ცნობით, „ილაის წიგნისა“ და „შავი გედის“ ვარსკვლავმა შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლოს და ზემოთდასახელებულ ტელესერიალში ერთ - ერთი მთავარი როლი შეასრულოს.