ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში ჩავა

ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში ჩავა

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში მიემგზავრება. ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ბრაზილიაში მომდევნო კვირაში პირველად მოვდივარ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას. გთხოვთ, მირჩიეთ თუ რამე რეკომენდაცია გაქვთ ჩემი მოგზაურობისთვის“, – წერს ბერა ივანიშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, ბრაზილიურმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ „იესეიმ“ (ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) ცოტა ხნის წინ, ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალ ელჩად დაასახელა.

მანამდე კი, ბერა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.