იმისათვის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ატყუებდნენ საზოგადოებას და სიცრუის ტირაჟირება არ მოხდეს და გაეცეს ამას პასუხები, თავს უფლებას ვაძლევ, რომ გავაგრძელო საჯარო აქტიურობა,- განაცხადა ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა).
მისივე განცხადებით, სინოდის სხდომები ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.
„აი, დღეს მაგალითად გამიჩნდა ინიციატივა, რომ სინოდის სხდომები იყოს ღია, პირდაპირი ჩართვის რეჟიმში რომ წარიმართოს იგი, რამეთუ მოვისმინე უპასუხისმგებლო და სამარცხვინო კომენტარები, ფაქტობრივად, სიცრუის ტირაჟირება სინოდის წევრების მხრიდან და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალია ამ კუთხით, რომ საზოგადოება ასე დაბნეული არ იყოს და მღვდელმთავრებს, როგორც ცრუპენტელა ადამიანებს არ აღიქვამდნენ. რამდენიმე წლის წინ მქონდა ეს ინიციატივა, მაგრამ პატრიარქის მხრიდან ძალიან მძიმე რეაქცია იყო. ვთქვი, რომ ამის პრაქტიკა ყოფილა - კრეტის კრება, რომელიც ჩატარდა 2016 წელს მსოფლიო პატრიარქის ხელმძღვანელობით, ყოფილა პირდაპირ რეჟიმში გაშუქებული, რაც ძალიან სწორად მიმაჩნია. ეკლესიამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი, რაც ერთადერთი გამოსავალია მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის. ყველაფერი რაც დახურულია, ყველაფერი ფუჭდება და ლპება", - განაცხადა პეტრე ცაავა.
" გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი ერთადერთი გამოსავალია მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის. ყველაფერი, რაც დახურულია, ფუჭდება და ლპება", - განაცხადა პეტრე ცაავამ.
ეტყობა კიდეც: გამოაღწია სუნმა.
ახლა მთელი მასმედია უნიავებს, რომ გააქროს ეს სუნი. ს უ ნ ი .
როგორ ფიქრობ, სოციალისტო, მსოფლიო პატრიარქის ხელმძღვანელობით ჩატერებულ კრებაზე არავის აღმოაჩნდა იმდენი ჭკუა, რომ ეს დაუშვებელიაო ეთქვა?!
სწორედ ამ შენი შეგონებიდან გამომდინარეა საჭირო პირდაპირი ტრანსლაცია! - როცა იცი, რომ შენს უგვანო საქციელს მთელი ქვეყანა დაინახავს, გაგახსენდება, რომ "სიტყვას თქმამდე გააზრება, მოზომვა და აწონ-დაწონვა სჭირდება! როგორც ყველაფერი არ იჭმება ისე ყველაფერი არ ითქმება!"
და ისე მოიქცევი, რომ თავი არ მოიჭრა!
თუ შარვალზე ხან ხელს იფარებ, ხან კიდევ ჩანთას, ე.ი. გარღვეული გაქვს შარვალი! მაგრამ ამის დამალვას ყოველთვის ვერ მოახეხებ, აუცილებლად გამოგიჩნდება ან ვიღაცა იტყვის... მერე იმ ვიღაცას კი არ უნდა ეცე - რატომ გაამხილაო, შარვალი უნდა გაიკემსო თავის დროზე ან სახლში დაჯდე!
აქაც იგივეა.
წმ. მოციქულთასწორ კოზმა ეტოლიელის († 1779 წ.) წინასწარმეტყველებები
(გამოკრებილი)
წმ. კოზმა
ცაში იფრენენ ჩიტები ლითონის ცხვირებითა და ფრთებით.
თქვენ დაინახავთ, როგორ გადაიქცევა ჩვენი მიწა სოდომად და გომორად.
გადასახადს დაუწესებენ ქათმებსაც და ფანჯრებსაც.
იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოთ, თქვენ სხვაგან წახვალთ საცხოვრებლად, თქვენს ადგილას კი სხვები მოვლენ.
როცა დაინახავთ, რომ ერთნი სამხრეთისკენ გადასახლდებიან, სხვები კი ჩრდილოეთისკენ, – უკვე ახლოს იქნება.
საყოველთაო ომის შემდეგ ადამიანებს ნახევარსაათიანი გზის გავლა მოუწევთ, რომ ადამიანს შეხვდნენ და დაუმეგობრდნენ.
თქვენ დაინახავთ როგორ იქროლებს უცხენო ეტლი კურდღელზე სწრაფად.
მოვა დრო, როცა მთელი მსოფლიო ერთი ძაფით იქნება შეკრული.
მოვა დრო, როცა ადამიანები ერთი შორეული მხარიდან მეორეში ისაუბრებენ, მაგალითად კონსტანტინოპოლიდან რუსეთში.
ერთი დაინახავს, როგორ ესაუბრება მას მეორე, და თუმცა ისინი ერთიმეორისგან ძალიან დაშორებულნი იქნებიან, ისე ისაუბრებენ, თითქოს გვერდიგვერდ იყვნენ.
მოვა დრო, როცა შესაძლებელი იქნება მოისმინო, როგორ ლაპარაკობენ გარდაცვლილები და დაინახო კიდეც ისინი.
მოვა დრო, როცა ეშმაკი შევა ყუთში და იქიდან იყვირებს, ხოლო ყუთიდან მისი რქები იქნება გამოშვერილი.
მოვა დრო, ეშმაკი დედამიწის თავზე წრიულად იფრენს თავისი „რაღაცით“.
სკოლებში ისეთი რამეები გამოჩნდება, რომ თქვენი გონება ვერ დაიტევს.