ილია მეორე: მადლობელი ვარ თანადგომისთვის

ილია მეორე: მადლობელი ვარ თანადგომისთვის

კათოლიკოს პატრიაქმა ილია მეორემ საზოგადოებას, მის მრევლსა და სხვა რელიგიების წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, როგორც პატრიარქმა საკვირაო წირვა-ლოცვის შემდგომ განაცხადა იგი საზოგადოებას შეგონებით მიმართავდა და არა ქადაგებით.

ილია მეორემ საზოგადოებას მოუწოდა გაუფრთხილდნენ სამშობლოს და ეკლესიას.

"მადლობელი ვარ თანადგომისთვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე, პატრიარქის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან განაყენეს. როგორც ყოფილმა მიტროპლიტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა მას ეკლესიაში მამათმავლობის მხილება სურდა და პატრიარქის წინააღმდეგ მძიმე ბრალდებები გააჟღერა.