პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე:  როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ

პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე:  როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ

როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა. ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი 23 ნოემბერს შეიწყალოს.

 

სოციალისტი თუ ვინმემ იცით ჩვენც გაგვაგებინეთ, ითხოვა იმ პატიმრობამისჯილმა შეწყალება, მიმართა კი პრეზიდენტს ასეთი წერილობითი თხოვნით???
5 წლის უკან