ერთ-ერთი მღვდელმთავარი სინოდის სხდომაზე განვითარებული მოვლენების შესახებ სააგენტო "თაიმერთან" ექსკლუზიურად საუბრობა.
"სინოდი დაიწყო თუ არა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მიმართა პატრიარქს, სადაც ის უხსნიდა უწმინდეს მას არ სძულს ეკლესიის პირველ იერარქი, შენდობას თხოვდა მას თუ მისი რომელიმე გამონათქვამით გული ატკინა. ამ დროს ის გამოვიდა შუა ნაწილში და მუხლიაც კი მოუყარა "საძმოს", მან მოუწოდა ყველას, მათ შორის პატრიარქს, მისთვის მოესმინა.
მეუფე პეტრეს ამ დროს წამოესია მიტროპოლიტი სერგის იდეოლოგიის მიმდევრები მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. ისინი ცდილობდნენ ფიზიკურად გაეგდოთ მიტროპოლიტი პეტრე სინოდიდან, ამ დროს კათალიკოსი დაინტერესდა, თუ რა უნდა წაეკითხა მას და თქვა წაეკითხა.
დაიწყო რა მეუფე პეტრემ რუის-ურბნისის კრების განჩინების ერთი კონკრეტული თავის წაკითხვა, რომელიც ეხებოდა სოდომიის თემას, ამ დროს ჩვენი მშვიდი "გაწონასწორებული" მოსაყდრე წამოხტა სავარძლიდან, რომელმაც ერთგვარი ნიშანიც კი მისცა ისევ ზემოთ ჩამოთვლილ ეპისკოპატს. ამ დროს კვლავ შფოთი წამოიწყეს, ღრიალით, გაწევ-გამოწევით, ანაქსიოსის ძახილით.
რა დროსაც სინოდის თავჯდომარემ პეტრე განაყენა, მან იკითხა თუ ვინ იყო წინააღმდეგი. მღვდელმთავართ უმრავლესობა დადუმდა, რადგან ამას არავინ ელოდა, ნეკრესელი კი სრულიად განკვეთას ითხოვდა. ეს სპექტაკლი კი დიდი ალბათობით ჯვრის მონასტერში მომზადდა, მეუფის დარბაზიდან გაყვანისას მას ფიზიკურად შეეხო იაკობ ბოდბელი "მონანული"და სამღვდელმთავრო პანაღია ჩამოგლჯა. იაკობ ბოდბელი ხელითაც შეეხო. ეს იყო წმ სინოდი, ასე "იმეფა" სულიწმინდის მადლმა 31 ოქტომბრის საბედისწერო დღეს".
ერთ-ერთი მეტროპოლიტი რას ნიშნავს? სახელი არ აქვს, რომელ ეპარქიაში მსახურობს საიდუმლოა?! თუ ღმერთი უკრძალავს სიმართლის თქმას და შიშითაა დათრგუნვილი? სასაცილო იქნებოდა სატირალი, რომ არ იყოს!
. ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ სწორედ ეგრე იქნებოდა.
რას იზამ, სიმართლე ყოველთვის ვერ არის ლამაზი და მიმზიდველი...
ზოგჯერ იმდენად ცუდად გამოიყურება, ადამიანები უფრთხიან მასზე საუბარს და ან დუმილს ამჯობინებენ ან ლამაზად შეფუთვას.
ამგვარ საქციელს ზოგისთვის "პრაქტიკული ჭკუა" ჰქვია, ზოგისთვის - ფარისევლობა.
მეც ვერ გამოვირჩევი დიდი "პრაქტიკული ჭკუით" და ამიტომაც ხშირად ვამბობ იმას, რისი თქმისგანაც სხვები თავს იკავებენ. ჩემი ეს თვისება ზოგიერთში შვეიკის ასოციაციას იწვევს, მაგრამ სამაგიეროდ, მე არ მიწევს ღამე ჯერ საკუთარ სინდისს ვუმღერო იავნანა, რომ მერე მეც დამეძინოს როგორმე, - მშვიდად მძინავს.
მაგალითად, მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო, იმ თავისი ძალიან მწირი და არაფრისთვის სამყოფი ბიუჯეტიდან, 25.000 000 - ს არ უნდა ჩუქნიდეს ეკლესიას ყოველწლიურად!
ეკლესიას თავისი იმდენნაირი ბიზნესი და დაუბეგრავი შემოსავლები აქვს, სრულიად საკმარისი მგონია ფუფუნებით ცხოვრებისათვის. ხოლო ეს 25 მილიონი გაცილებით უფრო რაციონალურად შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ, რომლის ძალიან ღირსეული, განათლებული, მოაზროვნე უამრავი მოქალაქე, ცხოვრება რასაც ჰქვია, იმისთვის კი არა, ელემენტარული არსებობისათვის იბრძვის! (ზოგს კი უკიდურესმა გაჭირვებამ თავმოყვარეობაზეც ააღებინა ხელი და ქუჩაში დასვა მოწყალების სათხოვნელად).
ამ დროს, ყოველწლიურად, ბიუჯეტიდან 25 მილიონი - ეკლესიას!
რისთვის?
იმისათვის, რომ ეკლესია მერე თავისი მრევლით დაეხმაროს მომავალ არჩევნებში არსებულ ხელისუფლებას და გაუხანგრძლივოს ძალაუფლებითა და ამ ძალაუფლების თანმხლები სიკეთეებით ნეტარება!
იმიტომაც არის ( ოდითგანვე!) ხელისუფლების მხარდამჭერი ეკლესია. ოღონდ, ამისათვის ხალხის ჯიბიდან უხდის მას ხელისუფლება და არა საკუთარი ჯიბიდან!
ღვთისმსახურებს კი (როგორც ხედავთ, ბრჭყალებშიც კი არ ჩამისვამს ეს სიტყვა), არავისზე ნაკლები მადა არა აქვთ (ხომ ეტყობათ?) და არავისზე ნაკლებად არ უყვართ კაი ცხოვრება.
საულიერო პირი თუ "ლენდკრუიზერით", პორშეს ან იაგუარის კროსოვერით არ ივლის ანდა სულაც "ლამბორჯინით", იმისი სიტყვა როგორ უნდა შეისმინოს უფალმა?
მაცხოვარს თავისი გაჭირვებაც ეყოფა, სახედარზე (კარაულზე) ამხედრებული რომ შებრძანდა იერსუსალიმში...
გიყვებიან (სხვა სიუჟეტში), ასე და ასე მოხდა სინოდის სხდომაზეო და შენ იძახი - არა მჯერა, მე მხოლოდ ის მჯერა, რაც ვიდეოში დავინახე - გარეწარმა პეტრემ აუგად მოიხსენია პატრიარქიო!
აი, რატომ მოიხსენია აუგად, ეს საერთოდ არ გაინტერესებს!!!
ანუ, "უსიერ ტყეში" რომ გადავიტანოთ ამბავი, შენ მხოლოდ ერთ-ერთის მონათხრობი გაინტერესებს (შენს შემთხვევაში - ყაჩაღის), მისი გჯერა და სხვების მონათხრობი რატომღა წაიკითხე, მიკვირს! :)
ამ დროს მე მსაყვედურობ - ზედაპირულად უყურებ სიმართლის და სიცრუის დიალექტიკასო! :)))
არ გამოვა ჩვენი კამათიდან არაფერი!
1. " დიდი ხანია მოსახლეობის უმეტესობა თხოულობს სატანა პეტრეს გაპარსვას...."
წარმოადგინეთ წყარო: ვინ ჩაატარა გამოკითხვა, რა ფორმით და როდის? (როგორ იყო შეკითხვა დასმული, "სატანა პეტრეს" გაპარსვას თხოულობთ თუ არაო?:))) ვინ დაადგინა, მოსახლეობის უმეტესობა თხოულობს თუ შეცდომაში შეყვანილი უმცირესი ნაწილი?
2. არავითარი საფუძველი არა მაქვს, სიცრუის ტირაჟირებაში დავდო ბრალი ამ "თაიმერს" . თუ თქვენ გაქვთ ასეთი საფუძველი - წარმოადგინეთ!
3. მართალი გითხრა, მაგრად მკიდია, "მოღალატე ბერძენიშვილების" გვერდით წარმომიდგენ თუ ცოტნე დადიანის, მაგრამ არ დავიზარებ და გეტყვი, რომ არც რესპების წევრი ვარ, არც ათეისტი! მე ვარ ღრმად მორწმუნე ადამიანი (!), ოღონდ, ღმერთ-მორწმუნე და არა მღვდელ-მორწმუნე!
თუ ვინმეს უჭირს ამგვარი რამის წარმოდგენა, ეგ მისი შეზღუდული თვალსაწიერის პრობლემაა მხოლოდ. ისე, მე-17 საუკუნიდან არსებობდა კვაკერების სექტა, რომლებიც დაახლოებით ისევე ფიქრობდნენ, როგორც მე: რომ ღმერთთან ურთიერთობისათვის არ არის აუცილებელი "ლენდკრუზერიანი" მღვდლის შუამავლობა, რადგან ჩვენი ყოველი ფიქრი, სიტყვა და საქმე ცნობილია უფლისთვის და სწორედ ამის მიხედვით განგვსჯის ყველას!
რაც შეეხება თვალსაწიიერს, გეტყვი, რომ ღმერთისადმი პირადი "ურთირთობა" უფრო გაინტერესებს ვიდრე ქვეყანა და მისი ბედი.
არ ვიცი, არის თუ არა "მიხუილო ბელადის" მიმდევარი მეუფე პეტრე, მაგრამ თვითონ კარგა ხნის წინ (მაშინ არავითარი სკანდალები არ იყო აგორებული) განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ 2012 წლის არჩევნებში "ოცნებას" მისცა ხმა!
რომელი ჩემი კომენტარიდან გააკეთე ასეთი ბრძნული დასკვნა, რომ ქვეყნის ბედი არ მაინტერესებს?:) შენ, ალბათ, მეუფე პეტრეს სატანად მოხსენიებაში ხედავ საკუთარ მისიას და გგონია, სამშობლოს სადარაჯოზე დგახარ, არა?!
ქვეყნის ბედი რომ მაინტერესებს, სწორედ იმიტომ არ მომწონს ის, რაც ჩვენს ეკლესიაში და კერძოდ, საპატრიარქოში ხდება, თორემ არც პეტრეს ვიცნობ და არც ტელეეკრანიდან დედის მაგინებელ ქორეპისკოპოსს, პატრიარქის მკვლელობისა თუ ჩამოგდების მცდელობაში რომ დასდო ბრალი ხელისუფლების უმაღლეს პირებს... (რომელთაც ეს ისე გაატარეს, თითქოს ქათინაური ეთქვას ვინმეს!).
ისე, ცოტა მეტს რომ ფიქრობდე, გეცოდინებოდა, რომ "ღმერთთან პირადი ურთიერთობის" გარკვევით იწყება ჯერ საკუთარი თავის და მერე სამშობლოს ადგილის შეცნობა საკუთარ სულში. მაგრამ ამის მიხვედრას სხვანაირად აწყობილი ტვინი სჭირდება.