მამა პეტრე პატრიარქს:

მამა პეტრე პატრიარქს: "რამდენი “ბრუტუსი“ გამოგიზრდიათ, უწმინდესო!..“

მამა პეტრე კოლხი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მოხუცი მამა ისედაც იმსახურებს პატივისცემას და ერთგულებას...

წლებია ამ ეკლესიის წევრი, ღვთისმსახური ვარ... ბევრჯერ მინანია ამ გარემოში ყოფნა. უამრავი გულისტკივილი, შეურაცხყოფა, დამცირება, დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება მიმიღია...

უფალი ყოველთვის განივთებულად მიყვარდა, მას ყოველთვის ვსასოებდი და უკანასკნელი ძალებით ვარწმუნებდი თავს, რომ დავრჩენილიყავი იქ, სადაც ვარ... ქვის და ტალახის სროლა არ ნელდებოდა... მაინც ჯიუტად ვიდექი და ვითმენდი, როგორც შემეძლო...

ძალას პატრიარქი მაძლევდა.. მისი მაგალითებით ბევრს ვსწავლობდი...

არასდროს ვყოფილვარ ფანატიკოსი. უწმინდესის გადაწყვეტილებები ხშირად აღმოჩნდა ჩემთვის მიუღებელი... ზოგჯერ ისეთებს აძლევდა გავლენის სფეროებს, ვბრაზობდი, განვიკითხავდი... მერე განსჯასაც თავს ვანებებდი...

ყველაფერს კარგად ვხედავ, ყველაფერი კარგად მესმის... არც რეგალიები მჭირდება, არც დაწინაურებები და იერარქიული წიაღსვლები, რადგან იმ სიმაღლეზე ასვლაში, ახლა სადაც ვარ, ყველა მათგანი ხელს შემიშლიდა... ბედნიერი ვარ ყოველი წამით... ყველაფრით... აქამდე რაც იყო და რაც არ იყო...

უპირველესად, მადლიერი ვარ...

უწმინდესო, მადლობა... ცხადია, ბევრი რამ არც დღეს მესმის, მაგრამ ეს არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მძულდეთ, რომ თქვენი გადადგომა მოვითხოვო, რომ აგრესიამ დამაბრმავოს და ჯანსაღი აზრი საბოლოოდ დამაკარგვინოს...

ისე, რამდენი "ბრუტუსი გამოგიზრდიათ, უწმინდესო!.." - წერს მამა პეტრე.