დეკანოზი შალვა კეკელია:

დეკანოზი შალვა კეკელია: "ეპარქია პოლიტიკური თავშესაფარი გახადეს, ტაძარში სადაც მეუფე პეტრე მსახურობდა მრევლი ლოცვებზე არ დადიოდა, არავის უყვარდა"

საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს დეკანოზი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია ეხმაურება. დეკანოზი ამბობს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში ვერ მოიძებნა, თუნდაც 50 ადამიანი ვინც მეუფე პეტრეს გვერდით დადგებოდა.

"ეპარქია პოლიტიკური თავშესაფარი გახადეს, ტაძარში სადაც მეუფე მსახურობდა მრევლი ლოცვებზე არ დადიოდა, ადამიანი განკვეთეს და ეპარქიაში 50 ადამიანი ვერ მოიძებნა, რომ მის გვერდით დამდგარიყო, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი იმ რაიონში არავის არ უყვარს, მე იმ რაიონში დავიბადე და გავიზარდე, ტაძრის და ეპარქიის აშენება არ ნიშნავს, რომ ადამიანის სულებს აშენებ,"- ამბობს მამა შალვა კეკელია.

Katana . არც მეუფე პეტრეს ვიცნობ, არც ამ დეკანოზ კეკელიას, მაგრამ ვნახე ვიდეო, თავის მრევლს რომ ემშვიდობება მეუფე პეტრე და როგორ ტირის მრევლი!.. -- დიდიან-პატარიანად!.. ბავშვებიც კი როგორ აღვარღვარებენ ცრემლებს!..
მე პირადად, მსგავსი რამ არ მინახავს!..
და ამაზე ამბობთ, მრევლს არ უყვარდაო?
არა გრცხვენიათ?!
საერთოდ არა გაქვთ ნამუსი?!
არა, არა ხართ თქვენ კარგი ხალხი და არც ღვთის სიყვარულით არა ხართ მანდ შეყრილი!
მუქთი და უზრუნველი ცხოვრების სიყვარულითა ხართ მანდ მისული უმეტესობა და ეს კარგად გამოჩნდა წმ. სინოდის ბოლო სხდომაზე...
5 წლის უკან
სოციალისტი მწარე ხახვი დაჭრეს დიდი რაოდენობით იმის დასამტკიცებლად, აქაოდა "ყურზე ხახვსაც ვერ დაგვაჭრითო"! ალბათ ამან გამოიწვია იმ 50 ადამიანის ცრემლდენა.
5 წლის უკან
amo " . . . ტაძარში სადაც მეუფე მსახურობდა მრევლი ლოცვებზე არ დადიოდა . . ."; კი, მაგრამ თუ ეს იცოდით მეორე მხარემ, რატომ ხმას არ იღებდით? დაგემხოთ თავზე დედა ეკლესია და მაინც გასუსულები ხართ! თუ ვერ გრძნობთ მრევლმა რამხელა მორალური ზარალი განიცადა. როგორც ჩანს, დაუჯერებლად მძიმე მდგომარეობაა.
5 წლის უკან
სოციალისტი მაინც რა უნდა ეღონათ?! პატრიარქსდა მის მომხრეებს არ უნდათ ერთიანი ქართლი ეკლესიის დაშლა ამიტომ იჩენდნენ მაქსიმალურ შემწყნარებლობას. შიდა საეკლესიო ომები და რასკოლნიკობაღა გვაკლია!
5 წლის უკან