მერაბ კოკოჩაშვილი : “ეკლესიაში თავი მოიყარეს უარყოფითმა ძალებმა”

მერაბ კოკოჩაშვილი : “ეკლესიაში თავი მოიყარეს უარყოფითმა ძალებმა”

"ვერც კი ვიჯერებ, რომ ასეთი დამოკიდებულება გაჩნდა რწმენისა და ჩვენი პატრიარქის მიმართ, როგორც ჩანს ეკლესიაში თავი მოიყარეს უარყოფითმა ძალებმა"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

"ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანს ვიცნობ საპატრიარქოში და დიდ პატივსაც ვცემ, მაგრამ ეს ადამიანები ჩემთვის უცნობი არიან. ვერც კი ვიჯერებ, რომ ასეთი დამოკიდებულება გაჩნდა რწმენისა და ჩვენი პატრიარქის მიმართ.

"40 წელზე მეტია, რაც ჩვენი ეკლესია გააქტიურდა და ამ პერიოდში, ალბათ თავი მოიყარეს როგორც დადებითმა, ასევე უარყოფითმა ძალებმა, რაზედაც მიანიშნებს ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენები.

"დაპირისპირება, რომელსაც ადგილი აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში, გაჩნდა ეკლესიაშიც და როგორც ჩანს, ამას იყენებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები.

"ამას ემატება ისიც, რომ საზოგადოებაში ძალიან დაქვეითდა კულტურა. ამ პრობლემას კი ხელისუუფლების მხრიდან მიხედვა სჭირდება. ხომ ხედავენ, რომ მხოლოდ ეკონომიკა, ჭამა-სმა საკმარისიი არ არის, მისახედია ის ფასეულობები, რაზედაც იდგა ქართული სახელმწიფო.

რაც შეეხება საპატრიარქოს, არსებული პროლემები უნდა მოგვარდეს თავად საპატრიარქოში. გაუმკლავდნენ პრობლემებს, ძალა არის მათ რწმენაში, სინდისში, პატიოსნებაში და კულტურაში"- განაცხადა "მთელ კკვირასთან" მერაბ კოკოჩაშვილმა.