აბაშიძე: კარასინთან შეხვედრა ნოემბრის ბოლოს მექნება, ვისაუბრებთ ავიამიმოსვლის აღდგენაზეც

აბაშიძე: კარასინთან შეხვედრა ნოემბრის ბოლოს მექნება, ვისაუბრებთ ავიამიმოსვლის აღდგენაზეც

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ გრიგორი კარასინთან შეხვედრა ნოემბრის ბოლოს არის ჩანიშნული.

აბაშიძის თქმით, ის კარასინთან შეხვედრამდე ფორმატით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად დაინტერესებულ ჯგუფებს ხვდება ხოლმე და მათი ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობს.

"ჩვენ შეხვედრაზე ვსაუბრობთ ხოლმე სავაჭრო ურთიერთობებზე, სატრანსპორტო საკითხებზე. ეს არის ამ ფორმატის მთავარი ფუნქცია... ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხსაც განვიხილავთ", - ამბობს აბაშიძე On.ge-სთან საუბრისას.

კარასინი და აბაშიძე ერთმანეთს 13 ივნისის შემდეგ აღარ შეხვედრიან. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, 20 ივნისს გაიმართა საქართველოში მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია, რუსეთმა კი საპასუხოდ ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.