სელენა გომესი ბოლო კვირებში ყველაზე აქტუალური ვარსკვლავი გახდა. 27 წლის მომღერალი ორი მუსიკალური ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც ბუნებრივია თავად თემატიკამ განაპირობა, რომელიც სავარაუდოდ მის მიერ გადატანილ სირთულეებსა და ჯასტინ ბიბერთან დაკავშირებულ დრამას ეხება.
ბოლო პერიოდში ლამაზმანი ხშირად ჩნდება საზოგადოებაში და რამდენიმე დღის წინ ის ყოფილი მეგობარი ბიჭის სემუელ კროსტის კამპანიაშიც დააფიქსირეს.
საზოგადოების ნაწილმა მათი ერთად გამოჩენა რომანის გაგრძელებად აღიქვა, თუმცა სელენა ჭორებს საკუთარი ინსტაგრამის მეშვეობით უარყო.