ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს ბიჭს გასაოცარ შედეგს აჩვენებს. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, უმცროსმა რონალდუმ, რომელიც 9 წლისაა და „იუვენტუსში“ თავის ასაკობრივ კატეგორიაში გამოდის, 28 შეხვედრაში 58 გოლი გაიტანა და18 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თავისი შვილის მიღწევებით ამაყობს უფროსი კრიშტიანუ. „ის ამბობს, რომ ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი დადგება, მაგრამ ვფიქრობ, ეს ძნელი იქნება,"-ამბობს 34 წლის ფორვარდი.