ლედი გაგა რიდლი სკოტის ახალ ფილმში ითამაშებს

ლედი გაგა რიდლი სკოტის ახალ ფილმში ითამაშებს

მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა რიდლი სკოტის ახალ ფილმში ითამაშებს. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათი მოდის სახლ გუჩის დამაარსებლის შვილიშვილის - მაურიციოს მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს. გაგა მისი ცოლის პატრიცია რეჯიანის როლს შეასრულებს, რომელიც მაურიცოს მკვლელობის მომზადებისთვის გაასამართლებს.

სკოტი ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი იქნება, სცენარს კი საფუძვლეად სარა ფეი ფორდენის წიგნი „გუჩის სახლი: მკვლელობის, სიგიჟის, გლამურის და სიხარბის სენსახიური ისტორია“ დაედება.

პროექტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.