„ძალით იქნა გამოყვანილი", - ამის შესახებ განცხადებას მამა მიქაელ ბრეგვაძე აკეთებს, რითაც წმინდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას ქცევას აღწერს.
„ძალით იქნა გამოყვანი, ისე, რომ ერთი ეპისკოპოსის წვერი შერჩა ხელში. აქ არ არის საუბარი უბრალო დაპირისპირებაზე. აქ საუბარია, სრულიად შეურაცხადობაზე, ანდა ლაპარაკია, იმიაზე, რომ მართლა რაიმე სერიოზული და საშიში იგეგმებოდა. ჩვენთვის ეს ახალი არ არის", - აცხადებს მამა მიქაელ ბრეგვაძე „360 გრადუსში".
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ პატრაირქს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. გახარიას ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მთავრობის სხდომა სინოდის სკანდალური მოვლენების გამოხმაურებით დაიწყო.
პრემიერის განცხადებით, წმინდა სინოდის შემდეგ განვითარებული მოვლენები მიზანმიმართული შეტევაა, სახელმწიფოსა და ეკლესიაზე.
მამა მიქაელ ბრეგვაძე აცხადებს, რომ რადგან გიორგი გახარია მსგავს განცხადებას აკეთებს „ალბათ ვითარებას სწორად უყურებს".
„სახელმწიფო წარმომადგენელი, როდესაც ამას ამბობს, ალბათ ვითარებას სწორად უყურებს. სახელმწიფოს აქვს კონკორდატული ვალდებულება. მან ჩვენი საგარეო მტრების შესახებ იცის. მან იცის სარწმუნოება რამდენად დიდ როლს თამაშობს სახელმწიფოებრივობაში. თავისთავად, სახელმწიფო უნდა გაუფრთხილდეს კონკორდატს, რომელიც დადებული ეკლესიასა და მთავრობას შორის", - დასძინა სასულიერი პირმა.