ნიგვზის ტორტი ცხობის გარეშე

ნიგვზის ტორტი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები

ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 500 გ

მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა

ნიგოზი - 1 ჭიქა

შოკოლადი

მომზადების წესები

დაფხვენით "პეჩენია" წმინდად (ბლენდერით, ან მოათავსეთ ჰერმეტულ პაკეტში და გადაატარეთ ცომის გასაბრტყელებელი).

ნიგოზი ოდნავ მოხალეთ და დაფქვით მსხვილად.

აურიეთ ერთმანეთში "პეჩანია" და ნიგოზი.

დაუმატეთ მოხარშული შესქელებული რძე და კარგად აურიეთ.

სურვილისამებრ დაუმატეთ ცოტაოდენი (1-2 ჩ/კ) კონიაკი ან რომი.

ჩატკეპნეთ მიღებული მასა ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში.

გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე და მოასხით გაცივებულ ტორტს, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და მოათავსეთ კვლავ მაცივარში 40-50 წუთით.