მამა პეტრე ცაავა ამბობს, რომ პირველი უკანონობა ის იყო დღე-ნახევრით ადრე რომ გაიგო სინოდის სხდომის გამართვის შესახებ, გარდა ამისა მღვდელმთავრებმა მას მზაკვრული სცენარი მოუმზადეს:
“ეს იყო დაგეგმილი შეთანხმებული სცენარი, მზაკვრული სცენარი. ჯერ უკანონობა იყო ის, რომ დღე-ნახევრით ადრე გავიგე, რომ სინოდის სხდომა იმართებოდა. თუ ჩემი საკითხი განიხილებოდა, მე როგორც სინოდის წევრს და მათი მხრიდან ბრალდებულს, მე უნდა მცოდნოდა, რომ განხილული იქნებოდა ჩემი საკითხი, მათ შორის ჩემი საჯარო განცხადებები და ა. შ. ეს იყო უკანონობა, მაგრამ ამ უკანონობაში ცხოვრობს და არსებობს საქართველოს ეკლესია უკვე ათეული წლებია. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი პრობლემა.
მათ იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. მღვდელმთავრები ითხოვდნენ, რომ შენდობა მეთხოვა ჩემს საქციელზე. რასაც არანაირად არ ვთვლი. აუღელვებელი ღმერთი აღელდა სოდომსა და გომორში და მე რომ არ ვიყო აღელვებული ამ მოვლენებზე, არანაირად არ არის გამართლებული.
მაპროვოცირებელი ისიც იყო, როდესაც უპასუხისმგებლო, ყოფილი ქორეპისკოპოსი გამოდის და ამბობს, რომ მთელ მსოფლიოს დავარწმუნებ, მეუფე პეტრეს დანაშაულშიო და რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაა, პატრიარქის მკვლელობა, მილიონებზე მადანაშაულებს, რუსეთის აგენტობაზე და ა. შ.”, – განაცხადა პეტრე ცაავამ გადაცემა "პირველებში".