პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე

პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე

მიმაჩნია, რომ პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა ამ მოვლენისათვის, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიაში განუცხადა.

როგორც პეტრე ცაავამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო 2020 წლის არჩევნებისთვის გათვლილი.

„ამ პოზიციით წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა პრემიერმა. ვისურვებდი, რომ რაღაც უფრო წინდახედული ყოფილიყო, გავიდეს დრო და აღარ შერცხვეს თავის ნათქვამის, ისევე, როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს, როდესაც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა ციანიდის საქმით და დღემდე შერცხვენილები არიან“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფოსთან მიმართებაში რევოლუციური სცენარი იგეგმებოდა. „როგორც ჩანს, დღეს გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში შეიტანონ გაურკვევლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

 

სოციალისტი რაც ამ ეშმაკის მოციქულმა გუშინ საჯაროდ, ყველა ტელეეთერიდან აკადრა მხცოვან ჩვენს პატრიარქს, ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩვენ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს რწმენა არ გაგვაჩნია, ეკლესიაში და ზიარებაზეც სამარიაჟოდ დავდივართ ან თავის მოსატყუებლად, აღარც თავმოყვარება შეგვრჩენია ვინმეს, ერთსაც არა, არც მე მათ შორის! თორემ ეს ცაავა არამც თუ პრემიერს სიტყვას უწუნებდეს, საერთოდ აღარ უნდა იყოს ამ ქვეყნად, ქუჩაში ვერ უნდა დადიოდეს, სადღაც უნდა იყოს სოროში შემძვრალი და გარდაუვალი სასჯელის განცდით შიშით ცახცახებდეს!
5 წლის უკან