იღუმენია თამარ გამყრელიძე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს. ამის შესახებ იღუმენიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის ამ ფორმით მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებს.
„შეხვედრის შემდეგ დავტოვებ სალხინოს წმინდა ნინოს დედათა მონასტერს“, - განაცხადა იღუმენია თამარ გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან სინოდის გუშინდელ სხდომაზე გადააყენეს. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.