სააკაშვილი: ივანიშვილს პატრიარქის მოშორება და ყველაფრის “ნაციონალებისთვის“ “შეტენვა“ უნდა  

სააკაშვილი: ივანიშვილს პატრიარქის მოშორება და ყველაფრის “ნაციონალებისთვის“ “შეტენვა“ უნდა  

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მიერაა ჩაფიქრებული და ორგანიზებული.

„ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ყველაფერი რაც ხდება, არის პირადად ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული, მომზადებული, ორკესტრირებული კამპანია პატრიარქის ავტორიტეტის განადგურების და მისი გადაყენების.

ეკლესიაში, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ ივანიშვილს პრობლემების გამძაფრება და არა მოგვარება სურს, რათა ბოლომდე მოახდინოს ყველა ინსტიტუტის უზურპაცია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შარშან ეკლესიამ პრინციპული პოზიცია დაიჭირა საქართველოს ნარკოპლანტაციად არგადაქცევის საკითხში და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ივანიშვილმა ის კიდევ მეტად ჩათვალა თავისთვის საფრთხედ, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეუტრიალდეს.

ახლა სვავს სურს ორი კურდღლის დაჭერა. ერთის მხრივ, პატრიარქის მოშორება და მეორეს მხრივ, ამ ყველაფრის „ნაციონალებისთვის“ შეტენვა“, წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის ხმაურიანი და სკანდალური სხდომა გაიმართა. პატრიარქის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელთმსახურებიდან განაყენეს, რასაც მეუფე პეტრეს პროტესტი მოჰყვა და სინოდის სხდომა დროზე ადრე დატოვა. სინოდის დატოვების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმსახურებიდან უსამართლოდ განაყენა და პატრიარქის წინააღმდეგ მძიმე ბრალდებები დააყენა: " პატრიარქი... ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“.