„ის, რაც ვერ შეძლეს ციანიდით, სურთ ამ მორალური ტერორით შეძლონ! კარგად გამოჩნდა, რა ძალები დგანან ამ წარმოუდგენელი შეტევის უკან.“– ამის შესახებ ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს არის შეტევა სახელმწიფოზე.
„ის, რაც ვერ შეძლეს ციანიდით, სურთ ამ მორალური ტერორით შეძლონ! კარგად გამოჩნდა, რა ძალები დგანან ამ წარმოუდგენელი შეტევის უკან. ცალსახად, ეს არის სწორედ ციანიდის გაგრძელება! პატრიარქი, რომელიც ფიზიკურად ვერ გაანადგურეს, ამ თავზარდამცემი ცილისწამებით მორალურად ანადგურებენ, მაგრამ იმედი უნდა გაგიწბილოთ! ჩვენი უწმინდესი კიდევ დიდხანს იქნება ჯანმრთელი და ცოცხალი. თქვენ კი მიიღებთ საკადრის პასუხს ქართველი ხალხისგან!! არ გაგივათ უწმინდესისთვის ჩირქის მოცხობა და მორალური განადგურება! ეს არ ეხება მხოლოდ პატრიარქს და ეკლესიას, ეს არის შეტევა სახელმწიფოზე, მზაკვრული გეგმა და ერთი სექტის კამპანიური შეტევა! ვერ ეღირსებით პატრიარქის მოკვდინებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“, – წერს ირმა ჭკადუა.
გუშინ სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და სკანდალური ინფორმაციით დასრულდა.
სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.
ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.