ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. „ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ისტორიულია და გრძელდება. მე არ მინდა კონკრეტული კომენტარი გავაკეთო სამართლებრივ საკითხზე",- განაცხადა რუდმა.
ამერიკელ მაღალჩინოსანს ჰკითხეს, ხომ არ გაზრდილა რუსული გავლენები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, თუმცა რუდმა თავი შეიკავა შეფასებისაგან ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანეს დანიშვნასთან დაკავშირებით.
"ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველო დგას არა მხოლოდ რუსული საზიანო გავლენის წინაშე, არამედ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, თუმცა, არ მსურს კომენტარის გაკეთება იმაზე, რაც მკითხეთ",- განაცხადა რუდმა.