არსებული ინფორმაციით, გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი პეტრე ცაავას მიერ არის დაწერილი

არსებული ინფორმაციით, გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი პეტრე ცაავას მიერ არის დაწერილი

წმინდა სინოდი მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს. ჯერჯერობით უცნობია როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ორჯერ უარი თქვა ბრალდებული დეკანოზის შეწყალებაზე. წმინდა სინოდის სხდომის ოქმში ნათქვამია, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელთმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით.

წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა.

„დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე.

დროის სირთულიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში. ერთ–ერთი ასეთი პრობლემა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი. ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა“, – განაცხადა წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, წმინდა სინოდმა იმსჯელა მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ ექიმების დასკვნა არ არის საბოლოო და ბოლო დასკვნაში საუბარია, რომ ადგილი აქვს სიმულაციას.

„გავითვალისწინეთ მისი ოჯახის მოთხოვნა, მივიღეთ გადაწყვეტილება, წმინდა სინოდმა უშუამდგომლოს პრეზიდენტთან, რომ შეიწყალოს. ძალიან მალე იქნება წმინდა სინოდის ოქმი, რომელიც დეტალურად გეტყვით, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა მეუფე საბამ.

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიმართეს და არა რაიმეს შიშის გამო.

„როგორც ჩვენ გვეუბნებიან, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კი არ ვამბობთ, რომ მართალია მამალაძე და ამიტომ უნდა გამოვიდეს ციხიდან, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა. ეკლესიას შეუძლია მიმართოს პრეზიდენტს თხოვნით, რადგან ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობაა და არა იმიტომ, რომ ვინმეს რამის ეშინია“,– განაცხადა მეუფე სტეფანემ.

როგორც ცნობილია, ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ დაწერილ წერილზე, სადაც არსებული ინფორმაციით, საუბარია იმ ბარალდებაზე, რომელიც პეტრე ცაავამ უწმინდესს წაუყენა. არსებული ინფორმაციით, წერილი უშუალოდ პეტრე ცაავას მიერ არის დაწერილი და მას ხელს ფორმალურად აწერს ბრალდებული გიორგი მამალაძე.

უკავშირდებოდა თუ არა სინოდის გადაწყვეტილება მსჯავრდებული დეკანოზის წერილის მოსალოდნელ გასაჯაროებას, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მიუღებელია ეს წერილი გარკვეულმა პირებმა მონათლონ იძულებად ან შანტაჟად. მისი თქმით, ამდენი ხნის განმავლობაში დეკანოზი ითმენს იმ უსამართლობას, რაც მას გადახდა თავს, რაც გარკვეულმა პირებმა პირდაპირ დაგეგმეს და ჯაჭვისებური მიზანი იყო შედეგის მისაღწევად.

„უკვე დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ფარდა აეხადოს. ალბათ, ეს ღმერთის ნებით ხდება, რომ ამ დასკვნამდე მივიდა წმინდა სინოდი. საქართველოში ძალიან ხშირად ხდება გამონაკლისი შემთხვევა. არ არის გამორიცხული და მე ვიმედოვნებ, ეს არ დარჩება მხოლოდ განცხადებად, შესაბამისად, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ კანონის თანახმად უნდა იმოქმედოს.

მიუხედავად იმისა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმია და მიდის კრიტერიუმების შესწორება, სიტუაცია არის განსაკუთრებული და პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება, იმოქმედოს შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე გამოძიებას დიდი ნდობა გამოუცხადა სასულიერო პირების ნაწილმა, დღეს მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე, რადგან ის სასულიერო პირები, რომლებმაც ინახულეს დეკანოზი, ცალსახად მის უდანაშაულობაზე საუბრობდნენ.

დადგა დრო და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დეკანოზი არის უდანაშაულო, აუცილებლად უნდა წარდგეს წმინდა სინოდის წინ, როგორც მას სურს და მისი მოთხოვნა იყო ყოველთვის, ერთხელ და სამუდამოდ აეხადოს ყველაფერს ფარდა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, ყველამ პასუხი აგოს იმ უკანონობაზე, რაც დეკანოზის წინაშე განახორციელეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თეოლოგ ლევან აბაშიძეს განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილების მიღება გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოხდა.

„როგორც ჩვენ გავიგეთ მეუფე ნიკოლოზის კომენტარისგან, ძირითადი მიზეზი, რატომაც საპატრიარქო უშუამდგომლებს, არის ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ის არ წარმოადგენს საშიშროებას საზოგადოებისთვის, მან თავისი სასჯელის ნაწილი მოიხადა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება და შეწყალების შუამდგომლობა არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა. შეიძლება ადამიანი დამნაშავეც იყოს და ის დროზე ადრე გამოუშვან, შეიწყალონ. მე რამდენადაც ვიცი, უდანაშაულობაზე არაა საუბარი, საუბარია შეწყალებაზე“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

„სინოდში ერთიანი აზრი არ არსებობს, მაგალითად იგივე მეუფე პეტრე იყო სინოდის წევრი დღემდე და ამბობდა, რომ მამალაძე არის სრულიად უდანაშაულო, მაგრამ უმრავლესობა და საპატრიარქო ამბობს, რომ არ ვიცით, ვენდობით სასამართლოს. ზოგიერთი არ ენდობა სასამართლოს. დაველოდოთ მოვლენებს. იქნება აუცილებლად დადგენილება, რომელიც ალბათ, დღის ბოლომდე გამოცხადდება, იქნება სხვა კომენტარები სინოდის წევრების მხრიდან და შემდეგ შეგვიძლია, ამაზე ვინსჯელოთ.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს განცხადებას, მე ვენდობი მეუფე ნიკოლოზს და ვენდობი, რაც გავიგონე თვით საპატრიარქოში, რომ მისმა საქციელმა სხვა გზა არ დაუტოვა სინოდს, რომ ის გაეყვანათ სინოდიდან და გადაეყენებინათ ეპიკოპოსობიდან. მჯერა ამ სინოდის წევრების, რომლებიც ასეთ კომენტარს აკეთებენ“, – აღნიშნა ლევან აბაშიძემ.

 

Katana .
ავტორი: "არსებული ინფორმაციით, წერილი უშუალოდ პეტრე ცაავას მიერ არის დაწერილი და მას ხელს ფორმალურად აწერს ბრალდებული გიორგი მამალაძე."

თამთა ქარჩავა, ეს "არსებული ინფორმაციით" არის ნაცი ჟურნალისტების მიერ კარგად აპრობირებული ხრიკი, რომ ტყუილი სიმართლედ მიასაღონ მკითხველ-მაყურებელს და თან, ვითომ გაუთქმელობის მომიზეზებით, წყაროც არ დაასახელონ!..

ასე მეც შემიძლია დავწერო:
"არსებული ინფორმაციით", ამგვარ ინფორმაციებს გაწვდის შენი ნათესავი, საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა, რომელიც, თავის დროზე, მამალაძის გატაცებულ ბარგში, 8 საათის შემდეგ "ნაპოვნ" ციანიდს არ დასჯერდა და 5 მილიონი ევროს გათეთრებასაც აბრალებდა დეკანოზს!..

ახლა ამტკიცე, რომ ეს ტყულია! :)
5 წლის უკან
სოციალისტი მე პირადად ვერაფრით ვერ მივიღებ ამ ფარისეველის შეწყალებას!
5 წლის უკან
Katana რას იზამ, ჩემო სოციალისტო მეგობარო, ყველა დროში არსებობდა ადამიანთა კატეგორია, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომატურად დგება ბრალმდებლის მხარეზე და მის წინაშე გიორგი მამალაძე კი არა, ქრისტეც რომ იდგეს, ხმამაღლა მოუწოდებს პილატეს:
-- ჯუარს აცუ ეგე!.. ჯუარს აცუ ეგე და მომეც ჩვენ ბარაბა!
მაგრამ არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და იმედია, ოდესმე ამ საქმესაც მოეფინება ნათელი.
უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი გია გვიჩიანს და 11 წლის შემდეგ გაირკვა, რომ - ტყუილა!.. არადა, ამდენი წელი ეხვეწებოდა მოკლულის მშობლებს - დამელეპარაკეთ, მომისმინეთ და დაგარწმუნებთ, რომ ხელი არა მაქვს თქვენი შვილის მკვლელობასთანო! - არ ინებეს. ეტყობა, ვერ ურიგდებოდნენ იმ აზრს, რომ მათი შვილის მკვლელობისათვის არავინ დასჯილიყო... თუნდაც უდანაშაულო!
ახლახან გამოვიდა ციხიდან ერთი ამერიკელი, რომელსაც უვადო პატიმრობა მიუსაჯეს 30 წლის წინ, იმ დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩაუდენია, თურმე!..
მაგრამ ამერიკელებს დიდ კომპენსაციას უხდიან სამართალდამცავთა ამგვარი შეცდომებისათვის... ჩვენთან კი შეიძლება მადლობა იქით გათქმევინონ, რომ სიცოცხლის ბოლომდე არ მოგიწია საკანში უდანაშაულოდ ჯდომა.
არაფერია ახალი ცისქვეშეთში, როგორც ბრძენი ებრაელი იტყოდა.
5 წლის უკან
სოციალისტი ჯუარს არ უნდა აცვა ეგ, ჯვარი რატომ უნდა წაბილწო, როგორ შეიძლება! ისე ამ ფლიდის და ქრისტეს შედარება ცოტა გადამეტებული ხომ არ გეჩვენება?
5 წლის უკან