„ადვილი გასაანალიზებელია, ვინ უტევს ეკლესიას, ვინ არის რადიკალური თავის გამონათქვამებში და ქმედებებში“,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი საუბრობს. იგი ეკლესიაში არსებულ დესტაბილიზაციაში ოპოზიციის კვალს ხედავს.
„მტკიცებით ფორმაში ამის თქმა რთულია და არც არის სწორი, მაგრამ ადვილი გასაანალიზებელია, ვინ უტევს ეკლესიას, ვინ არის რადიკალური თავის გამონათქვამებში და ქმედებებში. ეს არის სურვილი ჩვენი კონკრეტული ოპონენტების ჯგუფის, რომელიც ახლა დაიყო მემარჯვენე და მემარცხენე სექტებად. ვინც არის ამის ავტორი ის არის მსურველი ამ დესტაბილიზაციის“,- აცხადებს გია ვოსლკი.
გუშინ სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და შოკიმომგვრელი ინფორმაციით დასრულდა.
სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.
ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.
პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.
სკანდალუმა განცხადებამ სრულიად ერი აალაპარაკა: პოლიტიკოსები, სასულიერო პირები,ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მეუფე პეტრეს აკრიტიკებენ.