მეუფე პეტრეს გადადგომის გამო, სალხინოში, სკოლის პრორექტორმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა

მეუფე პეტრეს გადადგომის გამო, სალხინოში, სკოლის პრორექტორმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა

სალხინოში, სკოლის პრორექტორმა მამუკა დანელიამ თანამდებობა დატოვა პროტესტის ნიშნად. სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო სკოლა - გინმნაზიის პრორექტორმა, მამუკა დანელიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. როგორც დანელია ამბობს, აღნიშნული სკოლა - პანსიონი მეუფე პეტრეს დაარსებულია, ამ დრომდე პატრონაჟს უწევს და მეუფის გარეშე სკოლაში მისი ადგილი არ არის.

„ეს სკოლა არის სპეციფიკური, აქ სწავლობენ შეჭირვებული, ობოლი ბავშვები. აბსოლუტურად უსასყიდლოდ ფუნქციონირებს იგი. აქ ბავშვები იკვებებიან. გუშინ ძალიან ემოციური დღე იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაპირებთ გაფიცვას. ასე არ არის. მეუფემ საჭიროდ ჩათვალა დამშვიდობება ბავშვებთან და პედაგოგებთან. მას შემდეგ რაც მე გავიგე რომ მეუფე პეტრე არ იქნება ამ სკოლის ხელმძღვანელი, ჩემს თავს მე აქ ვერ ვხედავ- განაცხადა სკოლა-პანსიონის პრორექტორმა, მამუკა დანელიამ.

სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოემშვიდობა. 

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან სინოდის გუშინდელ სხდომაზე გადააყენეს. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.

 

 

სოციალისტი სექტაა, ს ე ქ ტ ა !!!
5 წლის უკან