პარტია “კანონისა და სამართლის”ლიდერი თაკო ჩარკვიანი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
ჩარკვიანის განცხადებით, მოხუცი პატრიარქის მკვლელობა იგეგმება.
“ხალხნო დავფიქრდეთ აბა, რა დროს 86 წლის დაუძლურებული პატრიარქის “მხილებაა”, აბა დავფიქრდეთ, თუ ვინმეს “მხილება” უნდოდა აქამდე წლები იყო ასე არ არის, ახლა რატომ, რატომ ახლა? თან დღევანდელ სხდომაზე საერთოდ ხმაც კი არ ამოუღია მას – პატრიარქს, სიტყვა არ ათქმევინა არავის. სხვა ხალხი “მართავს” საპატრიარქოს, დიდი და ბინძური ბრძოლააა არ ავყვეთ, წუმპეა საქართველოს სათავეში ხელისუფლების სახით, სუსის იუველირული ნამუშევარია და მოძღვრებიც ჩართეს ზოგი ნებსით, ზოგიერთი უნებლიედ, თვეებია უკვე “ამუშავებენ” ადამიანებს, ზოგი იჯერებს, ზოგიც არა (რთულია გაუძლო და გამოიცნო, რუსეთის უშიშროების “მუშაობას”, მოძღვრებიც დააბნიეს და დააპირისპირეს) რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება გვყავს! გადადგეს ეს ბინძური, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება და დალაგდება ყველაფერი! რა დროს მოხუც პატრიარქზე თავდასხმააა და ცილისმწამებლური “ღვარცოფის”-ტალახის შესხმა, რას გვაძლევს ახლა ეს ვინმემ მითხრას , აი, რას ემსახურება?! საქართველოს??? არა საქართველოს არა!!! საქართველოს სახელმწიფოს კიდევ ერთი ჩამოშლის მცდელობას – სხვა არაფერს, სრულიად არაფერს!! დავფიქრდეთ აბა?! ვფიქრობ ნათლად სჩანს “სცენარი”! ამიტომ ვიფიქროთ უმთავრესზე – ხელისუფლების შეცვლა და ივანიშვილის “გადადგომა”- აი საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენა! ჩვენს თვალწინ მოხუცი პატრიარქის მკვლელობა მზადდება”, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომა დროზე ადრე პირველი პეტრე ცაავამ დატოვა, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა ის მღდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა.