წვიმა, ძლიერი ქარი, ზოგან თოვლი - კვირის ბოლომდე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა

წვიმა, ძლიერი ქარი, ზოგან თოვლი - კვირის ბოლომდე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება.

ამინდის გაუმჯობესება ორშაბათიდან არის მოსალოდნელი.