დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება. როგორც ცნობილია, პრემიერმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა და ცოტა ხანში პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრება.
შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის ხმაურიანი და სკანდალური სხდომა გაიმართა. პატრიარქის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელთმსახურებიდან განაყენეს,რასაც მეუფე პეტრეს პროტესტი მოჰყვა და სინოდის სხდომა დროზე ადრე დატოვა. სინოდის დატოვების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა,რომ პატრიარქმა მღვდელმსახურებიდან უსამართლოდ განაყენა და ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ ხელმძღვანელობდა დღეს სინოდის სხდომას, ჭყონდიდის ყოფილმა ეპოსკოპოსმა უპასუხა: " პატრიარქი... ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის"