მე ვარ ექიმი და თუ მრევლი აღელვებულია, დავიწყოთ მკურნალობა - ჭყონდიდის ახალი მეუფე გრიგოლი

მე ვარ ექიმი და თუ მრევლი აღელვებულია, დავიწყოთ მკურნალობა - ჭყონდიდის ახალი მეუფე გრიგოლი

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ, ტელეკომპანია „იმედთან“ მარტვილის ეპარქიაში არსებული ვითარება შეაფასა.

“მე ვარ ექიმი და თუ მრევლი აღელვებულია, უნდა დავამშვიდოთ და დავიწყოთ მკურნალობა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლიმ.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომა დროზე ადრე პირველი პეტრე ცაავამ დატოვა, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა ის მღდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა.