დეტალები სინოდის სხდომიდან: პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა 

დეტალები სინოდის სხდომიდან: პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა 

ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ისაუბრა იმ ინციდენტზე, რომელიც პეტრე ცაავამ მიტროპოლიტობიდან განაყენების დროს მოაწყო.

“ხელით არ შეხებია ის პატრიარქს, ვერ შეეხებოდა, იმიტომ რომ იქ სხვა მღვდელმთავრებიც იყვნენ, მაგრამ როდესაც იგი ძალიან ახლო მანძილზე მივიდა პატრიარქთან და ძალიან ხმამაღლა გამოხატავდა, ადამიანური, ჩვეულებრივი ყვირილის ზღვარს მიღმა იყო მისი საქციელი, პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა. არ ვიცი, თვითონ გაკრა ხელი თუ ყვირილისგან. პატრიარქის კვერთხი არ უნდა წაიქცეს. ეს უკვე გადასული იყო ზღვარს. როდესაც ადამიანთან ახლოს მიხვალ და მთელი ძალით დაუყვირებ, არის ეს ფიზიკური შეხება? ჰაერის ტალღები, რომელსაც შენ წარმოქმნი, ხომ ზემოქმედებას ახდენს, ხელით არ შეხებია და ვერც შეეხებოდა. ხელით არა, მხრით არა, ფეხით არა – მაგრამ ხმით კი” - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სოციალისტი მეუფე პეტრე არა ის... არ გინდათ კიდევ?! ეს არის მიშას და გვარამიას შნირი, "რასკოლნიკი" ეკლესიის სხეულში განხეთქილება შეიტანა.ნახეთ რა დღეშია მის ყოფილ ეპარქიაში მრევლი - უკვე გამზადებული სექტაა. მათ ქრისტე ღმერთი კი არა პეტრე სწამთ და პეტრესთვის ევნებიან! პეტრე-პაატა? როცა პატრიარქი ასე საშინლად შეურაწყვე შენ შეურაცხყვე ყველა მართლმადიდებელი ქართული ოჯახი, მოხვედი ყველას სახლში და სიბილწე მოასხი ჩვენს ოჯახებში, სულში ჩაგვაფურთხე ყველას. შენ შეეცადე რომ ღმერთი აღარ გვწამდეს! სანის შეჩერებას კი არა, ძელზე გასმას იმსახურებ!
5 წლის უკან
amo კი მაგრამ 21-ე საუკუნეში რომ მრევლი სექტად იქცევა ეს დედა ეკლესიის უყურადღებობის ან თუ გნებავთ უძლურების ნიშაანი არაა? ამდენი ხანია ეს ავად სახსენებელი პეტრე პატრიარქს აბუჩად იგდებდა, რატომ არ მიიღო სინოდმა სათანადო ზომები? ხვალ რა ელის დედა ეკლესიას? ვითომ ამით დამთავრდა ყველაფერი?
5 წლის უკან