ჟურნალისტი მანანა იაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ერთ-ერთ ეპისკოპოს წამოცდა, რომ პეტრეს სინოდალური მმართველობის დამკვიდრება სურდა საქართველოში, რაც მან ნაწილობრივ დაადასტურა კიდეც "პირველზე" ინტერვიუში, როდესაც განაცხადა, რომ საჭიროა საეკლესიო სასამართლოს ჩამოყალიბება. სინოდალური მმართველობა კი ზუსტად რუსული ნარატივი და ოცნებაა. რატომღაც ღრმად "განათლებული"ჟურნალისტები ამას იგნორირებენ და საჭორაო თემებს ღეჭავენ. პეტრე კი ეტყობა, დამატებით ეკლესიის გახლეჩას ეცდება, რადგან სამეგრელოში რეზიდენციაში თავისი მხარდამჭერები ჰყავს შემოკრებილი. ისეთ სოფიზმებს აფრქვევს ამასთან დაკავშირებით,რომ პილატესაც შეშურდებოდა - მეო დაშლას მოვუწოდებ, მაგრამ როგორც მე ვიბრძვი სიმართლისათვის და დავზარალდი, მათ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონო :)
პ.ს. ზვიად გამსახურდიას რწმენას ყველამ თავი დაანებოს რა.. მესმის, რომ მრევლის და ელექტორატის მისამხრობად გაახსენდათ, მაგრამ მაინც