მეუფე პეტრეს განცხადებით, წმინდა სინოდმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ საპატრიარქოსთან, წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქმა ილია მეორემ ის უსამართლოდ გადააყენა მღვდელმთავრის თანამდებობიდან, რადგან მან საქართველოს ეკლესია მამათმავლურ ცოდვაში ამხილა.
პეტრე ცაავას სკანდალურ განცხადებას ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი “ფეისბუქის” პირად გევრდზე ასე ეხმაურება:
“ვერ გავიმეორებ იმას, რაც მთვდელმთავარმა პეტრემ წამოიძახა დღეს!
ყველაფერს აკეთებენ ქართველი მღვდელმთავრები რომ ხალხს შეაზიზღონ ღმერთი!!!!
მეუფე პეტრემ თქვა ის, რასაც დიდი ხანია სასულიერო პირები ცდილობენ გაუვრცელონ პატრიარქს!
მეუფე პეტრე, ძალიან ჯოჯოხეთის ფსკერზე ხარ! ამას მართლა არ გაპატიებს ხალხი!”, – წერს გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში.
წმინდა სინოდის სხდომა გრძელდება. მეუფე პეტრემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში „პიდარასტის“ მხილება. ერს ჰყავს პიდარასტის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.