დავით უსუფაშვილი: ეს არის კრიზისი, რომელმაც სახიფათო მასშტაბები შეიძინა

დავით უსუფაშვილი: ეს არის კრიზისი, რომელმაც სახიფათო მასშტაბები შეიძინა

ეს არის კრიზისი, რომელმაც სახიფათო მასშტაბები შეიძინა, - აცხადებს "შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი დღევანდელი სინოდის სხდომის კომენტირებისას.

"ეს არის კრიზისი, რომელმაც სახიფათო მასშტაბები შეიძინა, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ ის პროცესები, რაც განვითარდა, რისი ერთ-ერთი ნაწილია დღევანდელი შეხვედრა და გადაწყვეტილებები მიგვანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფოებრივი პოლიტიკური კრიზისი აღმოჩნდა ეკლესიის წიაღშიც გადატანილი“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პირადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ  განაყენა მღვდელთმთავრობიდან