დავით ზარდიაშვილი: პეტრე ცაავა - არა მხოლოდ ნაცია. იგი, როგორც ცრუ სასულიერო პირი, ნაცების უზნეობის სახეა

დავით ზარდიაშვილი: პეტრე ცაავა - არა მხოლოდ ნაცია. იგი, როგორც ცრუ სასულიერო პირი, ნაცების უზნეობის სახეა

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

რამდენი სიბინძურის მომსწრენი ვართ ამ ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე (ჯერ მარტო "ცოცხების" ან "კასრების" ნაგავი რად ღირს!), მაგრამ რაც ამ პეტრე ცაავამ იკადრა, იმდენად ამაზრზენია, ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს!

რაოდენ წამხდარი და ბილწი უნდა იყო, რომ მხცოვან პატრიარქს, რომლის ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია, მსგავსი ცილი დასწამო და ამით, არა მხოლოდ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, არამედ მთლიანად წმინდა ეკლესიასა და სრულიად საქართველოს, იმდენად მძიმე შეურაცხყოფა მიაყენო, რაც მრავალ ჭირგამოვლილ ჩვენს ისტორიას დღემდე არ ახსოვს?!

ესაა უკიდურესი დაცემა, თუმცა საკითხავია:

სად გადის თქვენი სიბილწის ზღვარი, ნაცებო?!

პეტრე ცაავა - არა მხოლოდ ნაცია. იგი, როგორც ცრუ სასულიერო პირი, ნაცების უზნეობის სახეა. ისაა მათი ურჯულოების ცოცხალი სიმბოლო. ახალაიების მოძღვარი სხვა ვინ ან რა იქნებოდა, თუ არა პატრიარქის წინაღმდგომი და მგმობელი?!

რასაკვირველია, ისევ პატრიარქისკენ ხელის გაშვერა და მისი დამუნათება, რატომ ჰყავდა ასეთი ურჯულო მღვთელმთავრადო, სრულიად უსაფუძვლოა: უსაფუძვლოა და მკრეხელობაც არის, თუნდაც მხოლოდ იმიტომაც, რომ მაცხოვრის 12 მოციქულთაგან ერთი - იუდა ისკარიოტელი იყო!

ამ ურჯულო ნაცის მღვდელმთავრობიდან განყენება რაა მისთვის?!

გასაპარსია და ვირზეა ეგ უკუღმა შესასმელი!

არც ერთმა მრევლმა, არც ერთმა ქრისტიანულმა ტაძარმა იგი უბრალო დიაკვანადაც კი აღარ უნდა მიიღოს და დაე, წავიდეს იქ, საიდანაც მოსულა: ნაცებთან და უკუღმართულად იმათთვის სწიროს!