ზაალ ანჯაფარიძე: „ევრონაცები“ და „ნაციონალები“ ითხოვენ სკანდალური მეუფე იაკობის პარლამენტში მისვლას და გამოძიებას დაწყებას და სკანდალის აგორებას

ზაალ ანჯაფარიძე: „ევრონაცები“ და „ნაციონალები“ ითხოვენ სკანდალური მეუფე იაკობის პარლამენტში მისვლას და გამოძიებას დაწყებას და სკანდალის აგორებას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს

ბოლო ერთი თვის მოვლენების ჯაჭვი:

სააკაშვილი და ბოკერია იწყებენ რელიგიურ თემების კულტივირებას და საინფორმაციო-პროპაგანდისტულ აქტივობას მართლმადიდებელი მრევლის მისამხრობად

ექსპერტები (ძირითადად ხელისუფლების ოპონენტები) რომლებიც პოზიციონირებენ ეკლესიის თემის მცოდნეებად იწყებენ ნარატივის შემოტანას, რომ ეკლესია პრორუსულია და მის წიაღში საშინელებები ხდება

ბოდბის მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი საჯაროდ და პირდაპირ ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ შეთქმულებაში პატრიარქის გადაყენების მიზნით

„ევრონაცები“ და „ნაციონალები“ ითხოვენ სკანდალური მეუფე იაკობის პარლამენტში მისვლას და გამოძიებას დაწყებას და ამის ირგვლივ პოლიტიკური კამპანიის და სკანდალის აგორებას

და ბოლოს, ახლადგამოჩეკილი „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმეორებს ბრალდებას, რომ „ქართული ოცნება“ პატრიარქს ემტერება.

უნისონში მოქმედება მათ შორის ოპოზიციური მედიის (ტვ-პირველი და ა.შ.) რომ იტყვიან ხელისგულზე დევს. ეს კი ბევრი რამის მანიშნებელია, მათ შორის იმის, რომ ოპოზიცია და მათი სატელიტები ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ ჩამოაცილონ მართლმადიდებელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ფაქტიურად მისი ელექტორატის ბირთვი.