იაკობაშვილი: ექს-პეტრეს ვურჩევ, ოსტაპ ბენდერს მიბაძოს, კვალიფიკაცია შეიცვალოს,

იაკობაშვილი: ექს-პეტრეს ვურჩევ, ოსტაპ ბენდერს მიბაძოს, კვალიფიკაცია შეიცვალოს, "მამაო ენუქი" დაირქვს და გირჩი-ზურაბას გასაბერი ეკლესიის დიაკვანი გახდეს

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

სინოდის დღევანდელი სხდომა იყო არა სკანდალური, როგორც მას ჟურნალისტებმა უწოდეს, არამედ ადექვატურთან მიახლოებული. და თუ სურათის დამძიმების მიზნით მაინცდამაინც ამ სიტყვის, "სკანდალურის" გამოყენება გვინდა, ვფიქრობ ჯერ ისტორიის სახელმძღვანელოებში უნდა გაჩნდეს ასეთი ჩანაწერი - "რუის-ურბნისის სკანდალური კრება".

ექს-პეტრეს, აწ კი პაატა ცაავას ვურჩევ, ოსტაპ ბენდერს მიბაძოს, კვალიფიკაცია შეიცვალოს, "მამაო ენუქი" დაირქვს და გირჩი-ზურაბას გასაბერი ეკლესიის დიაკვანი გახდეს.