მეუფე იაკობმა აღსარება უთხრა პატრიარქს და შენდობა ითხოვა, - ამის შესახებ წმინდა სინოდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განუცხადა.
"მეუფე იაკობმა გამოიჩინა სულიერება, მან ძალიან სერიოზული აღსარება უთხრა პატრიარქს და ითხოვა შენდობა", - განაცხადა მიტროპოლიტმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, პატრიარქის ყოფილმა ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მისივე განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს ხელშეუხებლობისთვის 15 მილიონ დოლარს სთხოვდნენ. აღნიშნული განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა.