"ყველაფერი ლამაზადაა ამ ერთი დეტალის გარდა," - ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი გამოჩენა, რომლის გამოც ფანები სინანულს გამოთქვამენ

ანჯელინა ჯოლიმ Maleficent: Mistress of Evil-ის გადაღებების შემდეგ, მუშაობა მორიგ ფილმზე - The Eternals გააგრძელა, ახლა კი, ცდილობს რამდენიმე დღე საკუთარ თავსა და შვილებს დაუთმოს. 44 წლის მსახიობი ესპანეთში მდებარე ფუერტევენტურაში გაემგზავრა ოჯახთან ერთად.

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელებში მისი უახლესი ფოტო გავრცელდა, სადაც თეთრ კაბაში გამოწყობილი ლამაზმანია დაფიქსირებული. მისმა გამოჩენამ, გულშემატკივარი კიდევ ერთხელ დააფიქრა მის სიგამხდრეზე, ისინი აღნიშნავენ რომ ჯოლი ულამაზესია, მაგრამ ზედა კიდურები საშინლად გამოიყურება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ჯოლი შვილებთან ერთად შოპინგის დროსაც დააფიქსირეს.