ჰელოუინის დღესასწაული ოფიციალურად ჯერ არ დამდგარა, თუმცა გამოცემა Independent-ი ცნობილი ადამიანების მიერ მორგებულ წლევანდელი კოსტიუმების ფოტოებს უკვე აქვეყნებს. მათ შორის რამდენიმე თაყვანისმცემლებმა უკვე გამოარჩიეს
მოდის კრიტიკოსებისგან კი განსაკუთრებული მოწონება ნინა დობრევმა დაიმსახურა. მსახიობმა გადაწყვიტა შანელის ბოლო ჩვენებიდან კომიკური მომენტი გაეცოცხლებინა, როდესაც ფრანგი იუთუბერი და კომიკოსი, მარი ბენოლიელი, პოდიუმზე გამომავალ მოდელებს შეუერთდა, თუმცა მალევე ჯიჯი ჰადიდი წინ გადაუდგა და პოდიუმი დაატოვებინა.
ჰელოუნის დღესასწაულისთვის მზადება პიკს აღწევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები 31 ოქტომბერს ელოდებიან, რათა ეს დღე განსაკუთრებული სამოსით და მაკიაჟით აღნიშნონ და გაერთონ.