კიანუ რივზი და სანდრა ბულოკი ერთმანეთს ხვდებიან?! რატომ გავრცელდა არსებული ინფორმაცია ახლო მეგობრების შესახებ?

კიანუ რივზი და სანდრა ბულოკი ერთმანეთს ხვდებიან?! რატომ გავრცელდა არსებული ინფორმაცია ახლო მეგობრების შესახებ?

უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები კვლავ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მსახიობები კიანუ რივზი და სანდრა ბულოკი ერთმანეთს ხვდებიან.

ვარსკვლავები უკვე 25 წელია მეგობრობენ, მათ ერთმანეთი ფილმ Speed-ის გადაღების დროს გაიცნეს. წყვილი არაერთხელ მოხვდა გავლელიანი უცხოური გამოცემის გყდაზე, თუმცა, მათი ურთიერთობა კვლავ განხილვის საგანია.

GossipCop-ის და Hollywood Reporter-ის გავრცელებული ინფორმაციით წყვილი ერთმანეთს ახლაც ხვდება და ცდილობს ეს ყველაფერი საზოგადოებისგან დამალოს.

ვარსკვლავებს მომხდარის შესახებ ბოლო ხანებში კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა თავად სანდრამ ბევრჯერ აღნიშნა ინტერვიუებში, რომ ის და კიანუ უბრალოდ ძალიან ახლო მეგობრები არიან, აი კიანუმ კი ელენის შოუში აღიარა, რომ გადაღებების პერიოდში სანდრა ძალიან მოსწონდა.